წესები და პირობები

Alex Fitness-ის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები განსაზღვრავს Alex Fitness-ის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესებს (შემდგომში, „წესები და პირობები"). მათზე დათანხმებით, თქვენზე გავრცელდება აღნიშნული წესებისა და პირობების მოქმედება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს და არ გსურთ, რომ თქვენზე გავრცელდეს, არ დააჭიროთ დათანხმების ღილაკს და არ გამოიყენოთ ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში განთავსებული ჩვენი სერვისები.

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

თუ თავად ტექსტიდან პირდაპირ სხვაგვარად არ გამომდინარეობს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

სპორტული კლუბი: Alex Fitness

ვებ-გვერდი: alexfitness.ge

  • მომსახურების მიმწოდებელი: Alex Fitness
  • მისამართი: შოთა რუსთაველი 170-25, ქობულეთი 6200
  • სამუშაო საათები: ყოველდღე 08:00–02:00
  • მიწოდების პირობები: განისაზღვრება საიტზე მითითებული სტანდარტული პაკეტების შესაბამისად, ასევე მიმდინარე საქციო პროდუქტებიდან გამომდინარე

კლუბის წესები

მოგესალმებით! Alex Fitness-ის კლუბის წევრად მიღების შესახებ განაცხადის ხელმოწერამდე, გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ წესებს:

1. შესავალი

ამ კონტრაქტის ხელმოწერით, კლუბის წევრი თანხმობას აცხადებს დაიცვას და შეასრულოს წინამდებარე წესები და პირობები.

2. წევრის ჯანმრთელობის გარანტია

კლუბის წევრი გარანტიას იძლევა და აცხადებს, რომ ის არ არის შეზღუდული შესაძლებლობების, არ არის ავად და იმ მდგომარეობაში, რომელიც მას ხელს შეუშლის ვარჯიშების შესრულებაში და რომ ასეთი მოქმედება არ მიაყენებს ზიანს და არ მოახდენს უარყოფით ზემოქმედებას მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე ან ფიზიკურ მდგომარეობაზე.

კლუბის წევრისთვის ცნობილია და ის თანახმაა, რომ:

  • 2.1. კლუბის წევრის მიღებისას, Alex Fitness დაეყრდნობა წევრის ზემოთ აღნიშნულ განცხადებასა და გარანტიას და არ არის ვალდებული განახორციელოს რაიმე სახის ფიზიკური ფორმის შეფასება.
  • 2.2. თუ Alex Fitness ჩაატარებს რაიმე სახის შეფასებას ან სხვა მსგავს ტესტირებას, ეს განხორციელებულ იქნება მხოლოდ მონაცემების შედარებისთვის, რათა კლუბის წევრმა შეძლოს თვალი მიადევნოს საკუთარ წინსვლას და არა დიაგნოსტირების მიზნებისთვის.
  • 2.3. Alex Fitness-ს არ შეიძლება წაეყენოს რაიმე მოთხოვნები ან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა ფიზიკური ფორმის შეფასების შედეგებთან დაკავშირებით.
  • 2.4. Alex Fitness არ აგებს პასუხს რაიმე ზიანის გამო, რომელიც განპირობებულია კლუბის წევრის ავადმყოფობით ან მდგომარეობით, რომელზეც ვარჯიშებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.
მნიშვნელოვანი: თითოეულმა კლუბის წევრმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან ვარჯიშის დაწყებამდე ან გაგრძელებამდე, თუ არსებობს ამის სამედიცინო ჩვენებები.

2.5. Alex Fitness პასუხს არ აგებს წევრის მდგომარეობაზე, რომელიც გამოწვეულია სპორტული კვების ან საკვები დანამატების გამოყენებით. წევრი კისრულობს ვალდებულებას გაიაროს კონსულტაციები ექიმთან საკვები დანამატების გამოყენებამდე.

3. კლუბის წევრების დაშვება

კლუბის წევრებზე გაიცემა დაშვებისათვის ბარათი ან QR კოდი, რომლებიც საშუალებას მისცემს წევრებს შევიდნენ Alex Fitness-ის ტერიტორიაზე და ისარგებლონ აღჭურვილობით.

კლუბის წევრი თანახმაა, არ მისცეს სხვა პირებს შენობაში თავისი ბარათის ან QR კოდის მეშვეობით შესვლის ნება.

გაფრთხილება: თუ კლუბის წევრი დაარღვევს წევრების დაშვების პირობებს, მას შეიძლება გაუუქმდეს წევრობა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ.

ბარათის შეცვლის ღირებულება განისაზღვრება მიმდინარე ფიქსირებული ტარიფის შესაბამისად. Alex Fitness-ის კლუბის წევრად გახდომისას პირს შეიძლება გადაუღონ ფოტო, რომელიც უსაფრთხოების მიზნებისთვის გამოიყენება.

16 წლამდე ასაკის ბავშვები სპორტდარბაზში დაიშვებიან მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. ასევე, 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დარბაზში დაშვება შესაძლებელია პერსონალური ტრენერის აყვანის შემთხვევაშიც.

4. აღჭურვილობის გამოყენება

ვთხოვთ კლუბის წევრებს ვარჯიშის დასრულების შემდეგ ადგილზე დააბრუნონ გირები და სხვა ნებისმიერი სავარჯიშო აღჭურვილობა (ფილები, ხარიხები, ჰანტელები და სხვ.).

6. კარადები

კარადები ხელმისაწვდომია და განთავსებულია გასახდელებში. წევრი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს საკუთარ პირად ნივთებს.

მნიშვნელოვანი: Alex Fitness-ის თანამშრომლები პასუხს არ აგებენ პირადი ნივთების დაკარგვისთვის. კარადები არ წარმოადგენს მოწყობილობებს უსაფრთხოდ შენახვისთვის.

შესაბამისად, წევრი ვალდებულია კლუბის მომსახურებით სარგებლობისას თან იქონიოს ყველა ფასეული ნივთი. Alex Fitness პასუხს არ აგებს ასეთი ნივთების დაკარგვაზე ან/და დაზიანებაზე.

7. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა

7.1. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით წევრი თანხმობას აცხადებს, რომ Alex Fitness-მა მისი პირადი მონაცემები (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა) დაამუშაოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის და გაუგზავნოს ინფორმაცია Alex Fitness-ის შეთავაზებების, ფასდაკლებების, აქციებისა და ღონისძიებების შესახებ.

7.2. წევრისთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია უარი განაცხადოს და უკან გამოითხოვოს წინამდებარე დოკუმენტით გაცხადებული თანხმობა.

8. წევრთა უფლებები

Alex Fitness-ის კლუბის წევრობა წევრს უფლებას აძლევს ივარჯიშოს შეძენილი აბონემენტით განსაზღვრული ვადით და პირობით.

9. წევრის ვალდებულებები

Alex Fitness-ის კლუბის წევრს მოეთხოვება:

  • 9.1. დაიცვას კლუბის ყველა წესი და წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
  • 9.2. გადაიხადოს ყველა შეთანხმებული საფასური;
  • 9.3. წინასწარ აცნობოს Alex Fitness-ს, თუ არსებობს რაიმე სახის დაავადება ან რისკი კლუბის წევრის ჯანმრთელობისთვის.

10. აკრძალული მოქმედებები

შენობაში აკრძალულია მოწევა, ალკოჰოლის მიღება და ნარკოტიკების (მათ შორის სტეროიდების) მოხმარება. დაუშვებელია რაიმე სახის იარაღის შეტანა.

მნიშვნელოვანი: კლუბის წევრი თანახმაა არ განახორციელოს რაიმე მოქმედებები Alex Fitness-ის შენობაში ისეთი ნივთიერებების ზემოქმედების დროს, რომლებსაც შეუძლია დააქვეითოს მისი უნარი მართოს აღჭურვილობა.

11. შეწყვეტა

კლუბის წევრობა შეიძლება შეწყდეს ვადამდე წევრის ხანგრძლივი ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო. Alex Fitness იტოვებს უფლებას შეწყვიტოს წევრის კონტრაქტი:

  • 11.1. წევრის შეუსაბამობის შემთხვევაში წესებში ან/და ხელშეკრულებაში მითითებულ კრიტერიუმებთან;
  • 11.2. კლუბის წევრის ან მისი თანამშრომლების საჩივრის საფუძველზე.

12. აბონემენტის საფასურის დაბრუნება

კლუბის წევრის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე დაბრუნდეს მხოლოდ ფასდაუკლებელი ტარიფით შეძენილი აბონემენტის საფასური. დაბრუნება ხდება მოთხოვნიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.

მნიშვნელოვანი: თანხის დაბრუნების შემთხვევაში გადახდილ თანხას აკლდება აბონემენტის შეძენიდან დაბრუნების მოთხოვნის დღემდე გასული დღეების პროპორციული თანხა, ხოლო სხვაობა ბრუნდება საბანკო ანგარიშზე. (ყოველ 1 თვეზე იანგარიშება 30 დღიანი ლიმიტი)

13. პასუხისმგებლობა

Alex Fitness არ აგებს პასუხს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე.

14. ეგზემპლარები

კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ორ ან მეტ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული ორიგინალად უნდა ჩაითვალოს; ყველა ეგზემპლარი ერთად წარმოადგენს ერთსა და იმავე შეთანხმებას.

15. მარეგულირებელი კანონმდებლობა

ხელშეკრულება და ყველა მითითებული დოკუმენტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

ვადასტურებ, რომ წავიკითხე კონტრაქტი, ჩემთვის გასაგებია ყველა პირობა და ვეთანხმები მათ. ასევე ვადასტურებ, რომ გადმომეცა წევრის კონტრაქტის სრულად გაფორმებული ეგზემპლარი.

კითხვები გაქვთ?

მისამართი: შოთა რუსთაველი 170-25, ქობულეთი 6200

ტელეფონი: +995 599 061 572

Telegram: @alex_fitness_kobuleti

ბოლო განახლება: მაისი 2025